суббота, 22 ноября 2014 г.

ფთორი

ფთორი

1.ზოგადი დახასიათება
 ყველაზე აქტიური, ყველაზე ელექტროუარყოფითი, ყველაზე რეაქციისუნარიანი,ყველაზე-ყველაზე არამეტალი, ყველაზე აგრესილუი ელემენტი, ყველაზე, ყველაზე,ყველაზე... ამ სიტყვის ან მისი სინონიმების გამოყენება ხშირად მომიწევს, რადგანაც საუბარი-ფთორზეა.
2.პერიოდული სისტემის პოლუსზე
 ფთორი მიეკუთვნება  VII A ჯგუფს-ჰალოგენების ოაჯხას, რომელშიც შედიან აგრეთვე: ქლორი(Cl), ბრომი(Br), იოდი(I) და ხელოვნურად მიღებული, რადიოაქტიური ასტატი(At).
ფთორი
F2
 F-F
ქლორი
Cl2
 Cl-Cl
ბრომი
Br2
 Br-Br
იოდი
I2
 I-I
ეს ელემენტები მეტალებთან უშუალოდ ურთიერთქმედებისას წარმოქმიან მარილებს, ამიტომ უწოდეს მათ ჰალოგენები, რაც ბერძნულად „მარილწარმომქმნელს“ ნიშნავს.
ჰალოგენების ატომის გარე  ენერგეტიკულ დონეზე შვიდი ელექტრონია. მათი გარე შრის კონფიგურაციაა: ns2np5. კონკრეტულად ფთორისთვის კი:2ss2p6. ისინი ადვილად იერთებენ ერთ ელექტრონს და ავლენენ -1-ის ტოლ ჟანგვის რიცხვს, უფრო ელექტროუარყოფით ელემენტებთნ კი დადებით ჟანგვის რიცხვებს:+1, +3, +5, +7. ფთორი გამონაკლისია.      
                            

თუ დავაკვირდებით F-ისა და Cl-ის ელექტრონულ-გრაფიკულ  ფორმულებს ადვილად შევამჩნევთ, რომ ფთორს ქლორისაგან (ასევე სხვა ჰალოგენებისაგანაც) განსხვავებით გარე ენერგეტიკულ დონეზე არ აქვს თავისუგფალი d ორბიტალები და ელექტრონული წყვლების გათიშვით ვალენტური შესაძლებლობების გაზრდის უნარი. ამიტომ ფთორი ნაერთებში ავლენს მხოლოდ -1_ის ტოლ ჟანგვის რიცხვს(გარდა F2-ისა):
                                      OF2-1, O2F2-1, HF-1, NaF-1, CaF2-1, AlF3-1
 ენერგეტიკულ დონეზე  მას (ისევე,როგორც სხვა ჰალოგენების წარმომადგენლებს) შვიდი ელექტრონი აქვს. ე.ი მდდგრადი კონფიგურაციის ანუ რვაელექტრონიანი ოქტეტის მისაღებად მას ერთი ელექტრონი აკლია,ამიტომ მისი სწრაფვა ელექტრონისადმი დიდია. დიდია აგრეთვე მისი  ელექტროუარყოფითობა, რის გამოც ადვილად წარმოქმნისუარყოფით ფთორიდ იონს( F- ).ელექტრონებისადმი დიდი სწრაფვის გამო ის შედის რეაქციაში განსაკუთრებით ტუტე მეტალებთან, რომლებთანაც ტიპიურ მარილებს წარმოქმნს. ფთორი ძლიერ აქტიური ელემენტია. ის აქტიურია ყველა არსებულ ელემენტზე.
მისი მოლეკულა ორატომიანია: F2
ბმა არაპოლარულ კოვალენტური
ჰალოგენებში ბმის ენერგია ატომური ნომრის ზრდასთან ერთდ თანდათან მცირდება. ფთორი გამონაკლისია, სადაც ის ანომალიურად მცირდება.

ჰალოგენი
ბმის ენერგია კჯ/მოლი

              F2
                 151

              Cl2
                 239

              Br2
                 192

               I2
                 149
    სავარაუდოდ ეს განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ სხვა ჰალოგენებს გააჩნიათ-თავისუფალი d ორბიტალები, რის ხარჯზეც, შეუძლიათ დამატებითი ბმების განხორციელება(დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით), ფთორს კი არა.
ფთორი აძევებს ნაერთებიდან ქლორს და მის მომდევნო ჰალოგენებს:
F2+2NaCl 2NaF+Cl2
F2+2NaBr 2NaF+Br2
F2+2NaI 2NaF+I2
არა მარტო ხსნარებსა და მყარ მდგომარეობაში, არამედ აირებშიც, ფთორი აძევებს ნაერთებიდან სხვა ჰალოგენებს.
F2+2HCl 2HF+Cl2
 რაც იმით აიხსნება, რომ ჰალოგენების ჯგუფში ელეტრონისადმი სწრაფვა მცირდება, რაც იწვევს ელექტროუარყოფითობის შემცირებას.
 ჰალოგენნაერთებიც განსხვავებულ თვისებებს იჩენენ. ფთორწყალბადმჟავა ბევრად უფრო სუსტია ვიდრე სხვა ჰალოგენწყალბადმჟავები. ის იძლევა MeHF2 -ტიპის მჟავა მარილებს(ბიფთორიდებს),დანარჩენი კი მხოლოდ საშუალოს.
ტუტე მეტალების ქლორიდები, ბრომიდები და იოდები კარგად იხსნებიან წყალში, ფთორიდები კი ნაკლებად ხსნადია.
 ვერცხლის ქლორიდი, ბრომიდი და იოდიდი უხსნადია წყალში, ფთორიდი კი-კარგადხსნადი. 
ანალიზურ ქიმიაში Cl-, Br- და I-   იონების აღმომჩენ  რეაქტივებად იყენებენ AgNO3-ს.
Cl-+Ag+ AgCl   თეთრი
Br--+Ag+ AgBr   მოყვითალო
I-+ Ag+ AgI   ყვითელი
მაგარმ ფთორი აქაც განსხვავებულია: AgF-ხსნადი მარილია, ამიტომ F-   იონების აღმომჩენ რეაქტივად ითვლება Ca2+ იონების შემცვლელი ხსნადი მარილი:
2F- + Ca2+ CaF2
ფთორი, ფთორწყალბადმჟავა და მისი მარილები ძლიერი საწამლავია, ამიტომ მათთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.  
იზოტოპური შედგენილობა
ფთორი მიეკუთვნება „წმინდა“ ელემენტებს, რადგანც ბუნებაში არსებობს მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპის F -ის სახით.
ფთორი თუ ფლუორი
 სახელმწიფო ფთორი (ძვ. ბერძ.φθόρος-დანგრევა,განადგურება), ვფიქრობ ამ ელემენტისთვის საოცრად შესაბამისი სახელწოდებაა. ეს სახელწოდება გამოიყენება საქართველოში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ბევრ ქვეყანში მიღბულია სახელწოდება, რომელიც ლათინური “fluorum”-დანაა წარმოებული. ის კი თავის მხრივ მომდინარეობს ფთორის ნაერთის ფლუორიტის (CaF2) თვისებიდან. ის დაბლა სწევს მადნის დნობის ტემპერატურას და ზრდის მის დენადობას. 
ამ სახელწოდებამ იმდენად გაიდგა ფესვები მეცნიერთა გონებაში ,რომ 1816 წელს ლოგიკირად გამართლებულმა იდეამ შეცვალათ მისი სახელწოდება, ვერ მოიპოვა მხარდაჭერა-ამ იდეის ავტორები იყვნენ არა ვინმე, არამედ იმ დროის უდიდესი მეცნიერები ანდრე მარი ამპერი და ჰემფრი დეივი.
                                                                                                               
მოლეკულური ორბიტალების მეთოდი(მომ) ფთორის მოლეკულისთვის
 კოვალენტური ნაერთებისთვის, ვალენტური ბმების თეორია იძლევა მრავალი მოლეკულის სტრუქტურის თეორიული დასაბუთებისა და მათი თვისებების განსაზღვრის საშუალებას. შეგახსენებთ, რომ ამ თეორიის თანახმად, კოვალენტური ქიმიური ბმის წარმოქმნა, შესაძლებელია მხოლოდ ატომთა შორის საერთო ელექტრონული წყვილის მეშვეობით.მიუხედავად ვალენტური ბმების რიგი დადებითი მხარეებისა, ის ვერ ხსნის ზოგიერთ საკითხს, მაგლითად:
1. H2+, He2+ და მათი მსგავსი მოლეკულური იონების წარმოქმნას, ვინაიდან ვალენტური ბმების თეორია  არ ითავლისწინებს ატომთა შორის ერთელექტრონიან ბმას.
2.ინერტულ აირთა შენაერთების(KrF4, XeF6 და ა.შ) წარმოქმნას და სხვ.
 შესაბამისად უნდა შექმნილიყო ატომისაგან მოლეკულაში ბმების წარმოქმნის მექანიზმის უფრო ღრმა ანალიზი, რის შედეგადაც შეიქმნა მოლეკულური ორბიტალების მეთოდი.
მომ-ში გამოიყოფა მაკავშირებელი და გამთიშველი ორბიტალები.
მომ-ში ბმის ჯერადობის მაგივრად, გამოიყენება ბმის რიგი:
ბმის რიგი=  eმაკ.-  eგამთ./2  (1)

  განვიხილოთ F-ის ატომებიდან მოლეკულის წარმოქმნა:
F(1S22S22P5) წარმოქმნის მოლეკულას რომელშიც ბმის რიგი ერთის ტოლია:
n=8-6/2=1
 
2.გავრცელბა ბუნებაში
როგორც უკვე ვახსენე, ფთორი ყველაზე რეაქციისუნარიანი ელემენტია, რაც უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ის ბუნებაში არა თვისუფალი, არამედ ნაერთების სახითაა გავრცელებული.
 ფთორი განსაკუთრებულ სწრაფვას, კალციუმისა და ალუმინის მიმართ იჩენს. ამიტომ ის ბუნებაში უმთავრესად გვხდება CaF2(ფლუორიტი) და იშვიათად  Na3AlF6(კრიოლითის) სახით.
 
    ფლუორიტი                  ფტორაპატიტი                       კრიოლითი
       CaF2                                           3Ca3(PO4)2 .   CaF2                      Na3AlF6

მლღობი შპიტის სახელწოდება განაპირობა იმან,რომ  მას ხშირად უმატებენ რკინის მადანს, თუჯის გამოდნობისას ადვილადლღობადი წიდის წარმოსაქმნელად. ის გვხდება უფერო ან მინარევებით შეფერილ კუბური კრისტალების სახით. წყალში და სუსტ მჯვებში ის თითქმის არ იხსნება.
გარდა მეტალურგიისა ის გამოიყენება პოულობს მინის მინანქრის, ჭიქურის წარმოებაში, ფთორიდებისა და მლღობი მჟავას (HF) მისაღებად.
მცირე რაოდენობით ფთორი შედის ადამიანისა და ცხოველების ძვლოვან შემადგენლობაში, განსაკუთრებით კბილების მინანქარში და ამით კბილის ძვლოვან ქსოვილს დიდ სიამგრეს ანიჭებს. მცენარეთა ორგანიზმებში ფთორი ჩვეულებრივ არ გროვდება.
3.ფთორის მიღების ისტორია
 ფთორის პირველი ნაერთი, რომელიც ადამიანმა აღწერა XV  საუკუნეში, იყო ფლუორიტი(CaF2 ) .  
1771 წელს ცნობილმა შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ აღმოაჩინა მლღობი მჟავა-ფთორწყალბადის წყალხსნატი. 1780 წელს კი მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს მჟავა ახალ, ძალზე აქტიურ ელემენტს უნდა შეიცავდეს, მაგარმ იმისათვის,რომ მეცნიერებს დამტკიცებინათ შეელეს მოსაზრება და გამოეყოთ ფთორი თავისუფალი სახით 100 წელზე მეტი დასჭირდათ.      
დღეს ჩვენ ვიცით, რომ ფთორი ძალიან ტოკსიკურია, რომ მუშაობა მასთან და მის ნაერთებთან განსაკუთრებით საჭიროებს უსაფრთხოების წესების დაცვას.სავარაუდოდ ამის შესახებ ფთორის პირველაღმომჩენებმა არაფერი იცოდნენ, რამაც მათ სავალალო შედეგები მოუტანა.  ინგლისელი ქიმისკოსები, ძმები თომას და გეორგ ნოკსები ცდილობდნენ ფთორის მიღებას ვერცხლისა და ტყვიის ფთორიდებიდან. ცდები ტრაგიკულად დამთავრდა-გეორგ ნოკსი დახეიბრდა, თომასი კი გარდაიცვალა. იგივე ბედი ეწიათ დ. ნიკელსს და პ.ლაიეტს XIX საუკუნის გამოჩენილმა ქიმიკოსმა ჰემფრი დეივიმ, მჟვების წყალბადური თეორიის ავტორმა, ადამიანმა, რომელმაც პირველმა გამოყო თავისუფალი სახით ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სტრონციუმი და ბარიუმი(აქედან-Na, K, Ca-ისა და Mg-ის აღმომჩენიცაა), ადამიანმა რომელმაც  მიიღო ქლორი მარილმჟავას(HCl) პიროლუზიტით  (MnO2) დაჟანგვისას   გადაწყვიტა ყველაფერი  ის გამანადგურებელი ელემენტის მიღების პრობლემა-ცდების ჩატარებისას ის მოიწამლა და მძიმედ დაავდდა. ჟ.გეილიესგმა და ლ.ტენარმა დაკარგეს ჯამრთელობა ისე, რომ მცირეოდენ შედეგებსაც ვერ მიაღწიეს.
 შედარებით იღბლიანები აღმოჩდნენ ა. ლ. ლავუაზიე, მ.ფარადეი და ე.ფერმი. ისინი ფთორმა „დაინდო“, მაგრამ ვერც მათ მიაღწიეს დამაიმედებელ შედეგს.
1834 წელს ფარადეის ეგონა, რომ მან ბოლოს და ბოლოს შეძლო შეუპყრობელი აირის მიღება, მაგარმ მალე ის იძულებული გახდა ეღიარებინა:“მე ვერ შევძელი მიმეღო ფთორი.  ჩემი მოსაზრებები     დაქვემდებარებულ მკაცრ  ანალიზს, ერთი მეორის მიყოლებით ეთიშებოდნენ ასპარეზსს...“ 50 წლის განმავლობაში მეცნიერების ეს  გიგანტი ცდილობდა გადაეწყვიტა ფთორის მიღების პრობლემა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო მისი დაძლევა...
ყოველი ახალი ექსპერიმენტი,უიღბლოც კი ავსებდა ყულაბას საოცარ ელემენტზე და აახლოებდა მისი აღმოჩენის დღეს და ეს დღეც დადგა.                 
  1886 წლის 26 ივნისს ფრანგმა ქიმიკოსმა ანრი მუასანმა ჩაატარა უწყლო       HF-ის ელექტროლიზი. მან ანოდზე მიიღო ახალი, ძალზე აქტიური, ძალზე რეაქციისუნარიანი აირისებრი ნივთიერება. ეს იყო ფთორი!
თავისი აღმოჩენის შესახებ მუასანმა შეატყობინა პარიზის აკადემიას. მომენტალურად შეიქმნა კომისია, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა მისულიყო მუასანის ლაბორატორიაში, რადგან ყველაფერი თავისი თავლით ენახათ.
მოასანი განსაკუთრებით მოემზადა განმეორებითი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. მან ფთორწყალბადი გულდასმით გაწმინდა. სავარაუდოდ ცდილობდა, რომ თავიდან აეცილებინა გაუთვალისწინებელ მინარევს ხელი არ შეეშალა ექსპერიმენტისთვის, მაგარმ მოსულმა კომისიამ ვერ დაინახა ფთორი. ცდა არ განმეორდა. ელექტროლიზი ახალი აირისებრი ნივთიერების გამოყოფით არ შეიმჩნეოდა! სკანდალი?!
 მაგარ მოასანმა შეძლო მიზეზის ახსნა, აღმოჩნდა, რომ KF-ის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, რომ HF-მა დენი გაატაროს. პირველ ცდაში გამოყენებული HF შეიცავდა KF-ს, მეორე ცდაში კი დამატებითი გაწმენდისას მოასანმა მისდა უნებურად მოაცილა ის, რის გამოც HF-მა დენი ვერ გაატარა, შესაბამისად ელექტროლიზი ფთორის გამოყოფით არ წარიმართებოდა.
და მაინც იღბალი თან სდევდა მუასანს. მან მალევე მიაგნო იაფ და საიმედო ნივთიერებას აპარატისთვის, რომელშიც მიიღებდა ფთორს. ეს ამოცანა არა ნაკლებ რთული აღმოჩნდა, ვინემ თავად  ფთორის მიღება. ფთორწყალბადი და განსაკუთრებით ფთორი ანადგურებდნენ ყველანაირ აპარატურას. ფთორის პირველი გრამები მოასანმა მიიღო პლატინის ელექტროლიზში, რომლის ელექტროდები დამზადებული იყო პლატინა-ირიდიუმის შენადნობისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ცდა დაბალ ტემპერატურაზე ტადება, ყოველი გრამი ფთორისა „ანადგურებდა“ 5-6 გრამ პლატინას.
პლატინის ჭურჭელი მოასანმა შეცვალა სპილენძით. მართალია სპილენძიც ურთიერთქმედებს ფთოერთან, მაგარმ როგორც ალუმინი იცავს თავს ჰაერისაგან ალუმინის ოქსიდის ფენით, ასევე  სპილენძი ფთორისაგან-სპილენძის ფთორიდით, რომელიც მათი ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.
დღეისათვის ჩენ ვიცით, რომ ფთორი უკვლებლივ ყველა ნაერთში  უარყოფითი მუხტის მქონეა, ამიტომ მის მისაღებად მისი ანიონისგან ელექტრონების წართმევა ანუ მისი დაჟანგვაა საჭირო. ვინაიდან ფთორის ელექტროუარყოფითობა მაქსიმალურია, ამიტომ მისი თავისუფალი  სახით მიღების ერთადერთი პრაქტიკული მეთოდი არის ელექტროლიზი. 1919 წლიდან ელექტროლიტად იყენებენ ბიფთორიდის ნალღობებს. ყველაზე გავრცელებულია KHF2 (KF-ის უწყლო HF-თან წარმოქმნის მარილს KHF-კალიუმის ჰიდროგენფთორიდს).
  ნაჩვენები ელექტროლიზერი წარმოადგენს სპილენძის ან ნიკელის ჭურჭელს, რომელიც კათოდის როლს ასრულებს(1). ანოდად იხმარება გრაფიტის ელექტროდი (2), რომლის ირგვლივ სპილენძის დასვრეტილი დიაფრაგმაა მოთავსებული. დიაფრაგმა საჭიროა იმისთვის,რომ ავიცილოთ წყალბადისა და ფთორის შერევა. ვფიქრობ, ყოელივე ეს საჭიროა იმ აფეთქების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მოჰყვება ფთორისა და წყალბადის ურთიერთქმედებას, ამიტომ წყალბადი გამოიყოფა მილიდან 3, ხოლო ფთორი მილიდან 4.
2KHF2 H2+F2+2KF
1986 წელს ფთორის აღმოჩენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოადგინეს ფთორის მიღების „წმინდა“ ქიმიური მეთოდი:
                  
მიუხედავად იმისა, რომ ამ რეაქციას პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნია ის გვიჩვენებს, რომ ფთორის მიღება ელექტროლიზის გარეშეც შეიძლება. თუმცა ელექტროლიზი დღემდე რჩება ფთორის მიღების პრაქტიკულად ერთადერთ მთოდად. ის რომ ელექტროლიტად იყენებვენ კალიუმის ბიფთორიდს, თანამედეროვე ელექტროლიზერებსა და ელექტროდებს ამზადებენ სპილენძის, ნიკელისა და გრაფიტისაგან მნიშვნელოვნად შეამცირა დანახარჯები ფთორის წარმოებაზე. შესაბამისად უნდა გაზრდილიყო მისი წარმოება. ასეც მოხდა, მისი წარმოების სამრეწველო მასშატბები ძალიან გაიზარდა. ფთორის მიღების პრინციპი კი მაინც იგივე დარჩა, რაც შემოგვთავაზა დეივიმ და ფარადეიმ და პირველად განახორციელა მოასანმა.
4.ფიზიკური თვისებები
ფთორი ღია ყვითელი ფერის მომწამლავი აირია. აქვს მკვეთრი სუნი. სხვა ჰალოგენები მცირედ იხსნებიან წყალში. ფთორი გამონაკლისია-ის შლის წყალს. მისი ჩასუნთქვა ძლიერ საზიანოა ორგანიზმისთვის. ის ჰაერზე უფრო მძიმეა. (Dჰაერი(F2)=38/29 1,31)
5.ქიმიური თვისებები
 ფთორი ტიპიური არამეტალების წარმომადგენელია. ახასიათებს ყველაზე მაღალი ელექტროუარყოფითობა. ყველაზე ძლიერი ქიმიური მჟანგავია.ურთიერთქმედებს როგორც მეტალებთნ,  ასევე არამეტალებთან.
ქიმიურად ძალიან აქტიური ელემეტია, რაც განპირობებული უნდა იყოს ფთორის ატომებს შორის არსებული სუსტი კოვალენტური ბმით.სხვა ჰალოგენებისაგან განსხვავებით კპვალენტური ბმის არამდგრადობა გამოწვეულია ფთორის ატომის რადიუსის სიმცირით-მცირე რადიუსის გამო ფთორის ატომის გაწყბილებული ელექტრონები ერთამანეთს განიზიდავს, რაც ამცირებს კოვალენტური ბმის მდგრადობას. ფთორი რეაქციაში შედის ყველა ელემენტთან ჟანგბადისა და აზოტის გარდა. იგი ერთადერთი ელემეტია, რომელიც რეაციაში შედის ინერტულ აირებთან, მაგალითად, ფთორი რეაქციაში შედის ქსენონთნ და წარმოქმნის დი-, ტეტრა-  და ჰექსაფთორიდებს.
Xe+F2 XeF2                        Xe+2F2 XeF4                              Xe+3F2 XeF6
ფთორი წყალბადს სიბნელეშიც კი აფეთქებით უერთდება:
H2+F2 2HF
ეს რეაქცია ძლიერი აფეთქებით მიდის ისეთ დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც წყალბადი თხევადია და ფთორი-მყარი. ამ დრს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ენერგია და ალის ტემპერატურა 3700 -ს აღწევს(შესადარებლად-ჟანგბადში აცეტილენის წვისას ალის ტემპერატურა 3150 ).
ფთორი ტუტე მეატლებს ალის წარმოქმნით უერთდება:
2Na+ F2 2NaF
2K+ F2 2KF
 ალის წარმოქმნით უერთდება აგრეთვე Si, P, S  
Si+ 2F2 SiF4                           2P+5F2 2PF6                              S+3F2 SF6
 ენერგიულად უერთდება ფთორი, ბორს, დარიშხანს, ხის ნახშირს:
2B+3F2 2BF3              As+3F2 2AsF3                C+2F2 CF4
გაცხელებისას ურთერთქმედებს თუთიასთნ, ალუმინთან:
Zn+F2 ZnF2                2Al+3F2 2AlF3
მაღალ ტენპერატურაზე:ოქროსთან და პალტინასთან:
2Au+F2 2AlF3
 ზოგიერთ მეტალს, მაგალითად, Cu,Ni, Mg-ს გადაეკვრება ფთორიდის აფსკი, რომელიც იცავს მეტალს ფთორის შემდგომი მოქმედებისგან.
მრავალი ნაერთი იშლება ფთორის მოქმედებით. მინა  (კვარცი) და წყალი.
SiO2+2F2- SiF4 +O2
2F2+2H2O 4HF+O2
ფთორის არეში წყალი იწვის. მართლც, გასაოცარი შემთქხვევა არ არის? ჟნგბადი არა წვის მიზეზი, არამედ მისი შედეგია.
ფთორის წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი   O ხელს უნდა უწყობდესთანაური პროდუქტის წარმოქმნას.
2O O2          3O O3            H2O+O H2O2         O+F2 OF2


6.ფთორწყალბადი
 ფთორი წყალბადთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის უფერო აირს-ფთორწყალბადს.( HF) ის ჰაერზე მსუბუქია,ადვილად თხევადდება 20 -ზე. თხევადი ფთრწყალბადი სხვა ჰალოგენ წყალბადებისგან განსხვავებით, ასოცირეულია წყალბადური ბმებით:
H-F… H-F… H-F… H-F…
თხევადი ფთორწყალბადი წყალში იხსენბა ნებისმიერი რაოდენობით და წარმოქმნის ფთორწყალბადმჟავას, რომელსაც მლღობი მჟავაც ეწოდება.
ფთორწყალბადმჟავა სხვა ჰალოგენწყალბადმჟავებისაგან განსხვავებით საშუალო სიძლიერის მჟავაა, რაც იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ წყალბადის იონიზაციას აფერხებს მათ შორის არსებული წყალბადური ბმები:
H H++F-
ფთორყალბადი ლაბორატორიაში მიიღება ფლუორიტზე კონცენტრირებული გოგირდმჟავას მოქმედებით ;
CaF2+H2SO4 Ca SO4+2HF
ამ რეაქციას ატარებენ პლატინის ან ტყვიის ჭურჭელში. სავარაუდოდ ეს განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ მინის ჭურჭელს HF_შლის.
SiO2+4HF SiF4+2H2O
უწყლო  HF დენს თითქმის არ ატარებს. მაშში გახსნილი წყალი, მარილები და ირგანული ნაერთები კი კარგად ატარებენ დენს, რასაც განაპირობებს HF-ის ელექტრონული დისოციაცია.
2HF+ H2O H3O ++HF2
HF+KNO3 HNO3+K++F-
უწყლო HF არასეპტიკურია. ის სრულებით არ მოქმედებს ლითონზე. მისი ქიმიური თვისებები არსებითად არის დამოკიდებული მასში წყლის შემცველობაზე. ოქსიდებთან უწყლო HF-ი თითქმის არ რეაგირებს, მაგრამ თუ რეაქცია დაიწყო, ის ავტომატიურად აჩქარდება, რეაქციის დროს წარმოქმნილი წყლის ხარჯზე, რომელიც კატალიზურად მოქმედებს მსგავს რეაქციებზე. ამ ტიპის რეაქცციებს ავტოკატალიზური ეწოდება.
 HF-ის წყალხსნარი ენერგიულად შედის რეაქციაში თითქმის ყველა მეტალთან, გარდა Au-ისა და Pt-ისა. მისი დისოციაციის ხარისხი 8%-ია, მაშინ როდესაც იმავე კონცენტრაციის დანარჩენი ჰალოგენწყალბადმჟავების დისოციაციის ხარისხი 92-95%-ია.
ფთორის სწრაფვა სილიციუმისადმი იმდენად დიდია, რომ სილიციუმის ნაერთებზე, მაგალითად, თხევად მინაზე მოქმედებისას ფთორი უერთდება სილიციუმის აქროლადი სილიციუმის ტეტრსფთორიდის  წარმოქმნით:
Na2SiO3+6HF SiF4 +2NaF+3H2O
ამის გამო მინა ფთორწყალბადმჟავასთან შეხებისას იშლება. ამაზეა აგებული მინის ზედაპირზე გრავირება ანუ დეკორატიული მინის წარმოება. ალბათ, სწორედ ამიტომ ინახავენ ფთორწყალბადმჟავას პოლიეთილენის და არა მინის ჭურჭელში.
 ფთორყალბადმჟავას მარილებს ფთორიდები ეწოდებათ. მათგან დიდი მნიშვნელობა მოიპოვა ნატრიუმის ფთორიდმა-NaF. ტექნიკური- NaF მიიღება კრიოლითის შელღობით მწვავე ნატრიუმთან.
Na3AlF6+6NaOH Na3AlO3+3H2O+6NaF
7.ფთორის ოქსიდები
 ფთორის ოქსიდები მისი ჟანგბადთან უშუალო ურთიერთქმედებით არ მიიღებიან. მათ არაპირდაპირი გზით იღებენ.
 ფთორი წარმოქმნის ორ ჟანგბად ნაერთს: OF2-ს ჟანგბადის დიფთორიდს და O2F2 -ის დიოქსიდის დიფთორიდს. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა-რატომ ჰქვია და იწერება OF-ს ჟანგბადის ფთორიდი და არა ფთორის ოქსიდი? ვფიქრობ, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა ნაერთიო იყოფა პირობითად ორ ნაწილად-ელექტროდადებით და ელექტროუარყოფით ნაწილებად. მათი ნომენკლატურა ეფუძნება შემდეგ პრინციპს:ჯერ დასახელდეს ელექტროდადებითი ნაწილი, ფრჩხილებში მიეწეროს ჟანგვის რიცხვი (თუ ცვალებადია), შემდეგ ელექტროუარყოფითი და დაერთოს -იდ სუფიქსი. დაწერის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს.
O+2F2-1    ჟანგბადის (+2) ფთორიდი
O2+1F2-1 ჟანგბადის (+1) ფთორიდი
   ჟანგბადის(+2) ფთორიდი მიიღება ნატრიუმის ტუტუის განზავებულ ხსნარზე ფთორის მოქმედებით          
2NaOH+2F2 2NaF+OF2+H2O
 
OF2 -ი უფერო, დამახასიათებელი სუნის მქონე აირია. გათხევადებისას აქვს ყვითელი ფერი. ის საკმაოდ მდგრადი ნაერთია.
   O2F2 -ი ადვილად იშლება შესაბამის მარტივ ნივთიერებებად. საკმაოდ არამდგრადია, მდგრადობას იჩენს მხოლოდ 97  -ზე ქვემოთ.
   ეს ნაერთები არ წარმოადგენენ შესაბამის მჟავათა ანჰიდრიდებს და შესაბამისად არ იძლევიან მჟავებსა და მარილებს.


8.ფთორის გამოყენება

  

                                              აირად იზოლატორად SF6

ბირთვულ მრეწველობაში UF6                                                                                  გრავიურაში  HF
 

   (ტეფლონები)                                             F2                                           კბილის პასტებში
ფთორთფლასტები                                                                                    NaF, KF
 (-CF2-CF2 -)n
 


მეტალურგიაში ალუმინის მისაღებად                                       დეკორატიული მინის წარმოებაში
  Na3AlF6                                                                                                                                                              HF 
 

                                               გამაცივებელ აგენტებად(ფრეონები)
                                                          CFCl3          CF2Cl2

 9.ექსპერიმენტი-ფთორი კარიესის მტერი
  ფთორის ნაერთების გამოყენების მნიშვნელოვანი წილი, მოდის მათ გამოყენებაზე კარიესის სააწინააღმდეგო კბილის პასტების წარმოებაში. კარიესი კი, ჩენს ყოფაში საკმაოდ აქტუალური თემაა. ჯანმრთელი კბილები-ხომ ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების უმნიშვენელოვანმესი ფაქტორია.იმისთვის, რომ გვქონდეს ჯანმრთელი კბილები ერთ-ერთი ძირითდი პირობაა, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და პირველ რიგში კბილების ყოველდღიურად, მინიმუმ 2-3_ჯერ გაწმენდა. ამ მიზნით გამოიყენება: კბილის ჯაგრისი, კბილის ჯაგრისის ძაფები(ე.წ. ფლოსი), კბილის პასტები და საღეჭი რეზინები. მათ შორის კი ძირითადია კბილის პასტა და ჯაგრისი. 
  ჩვეულებრივ, რეკლამებში ამტკიცებენ, რომ კბილის პასტა იცავს კბილებს მჟავების (ძირითადად რძემჟავა) მოქმედებისაგან. ვინადიან, კბილებზე ექსპერიმენტის ჩატარება შეუძლებელია, რეკლამის სპეციალისტები მეტი დამაჯერებლობისათვის მიმართავენ კვერცხის ნაჭუჭზე ჩატარებულ ცდებს.
  მსგავსი ექსპერიმენტის რეალურად განხორციელბა და ცდის შედეგებში დარწმუნება არ არის რთული. ჩევნ ექსპერიმენტულად გამოვიკვლიეთ, რამდენად განსხვავდებოდა ფთორიანი პასტებით (სხვადასხვა ფირმის) დამუშვაბულ კვერცხის ნაჭუჭზე მჟავას მოქმედება, საკონტროლო კვერცხის ნაჭუჭზე მჟავას მოქმედებისაგან, ცხადია, საკონტროლო კვერცხი არ იყო დამუშავებული კბილის პასტით.
  ჩენი მიზანი იყო, რეკლამირებული ფთორიანი კბილის პასტების დამცავი თვისებების გამოკვლევა. შეგვიძლია გამოვთქვათ ჰიპოთეზა, რომ თუ კვერცხის ნაჭუჭს დამავამუშავებთ ფთორიანი კბილის პასტით, მაშინ მჟავას მოქმედება მასზე ნაკლებად უნდა აისახოს.
   დავიწყოთ სულ თავიდან, პირის ღრუში უამრავი ბაქტერია სახლობს, რომლებიც, ჩვეულებრივ, არავითარ ზიანს არ აყენებენ  ადამიანს. კარიესი არის ღრმული, როემლიც კბილის მგარი ქსოველის დაშლის შედეგად ვითარდება. კარიესის განვითარებას მნიშვნელოვან წილად ხელს უწყობს ისეთი საკვების ჭარბად მიღება, როემლიც  დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. ეს ეხება არა მხოლოდ შაქარსა და კარამელს, არეამედ პურს, ნამცხვარს და სხვა ნახშირწყელების შემცველ საკვებს. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ გლუკოზა(C6H12O6), როემლიც ყველა ტკბილეულშია და როემლიც წარმოიქმნება საქაროზას(C12H22O11) ან სახამებლის [(C6H10O5)n] ჰიდროლიზის შედეგად, განიცდის რძემჟავურ დუღილს:
(C6H10O5)n+nH2O n C6H12O6
C12H22O11+H2O  C6H12O6+ C6H12O6
C6H12O6 CH3-CHOH-COOH
  სწორედ რძემჟავა შლის კბილის ემალს. კბილის ძვლოვანი ქსოვილის_დენტინის, ისევე როგორც კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობაში შედის წყალში უხსნადი კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატები. მჟავას მოქმედებისას კარბონატებზე მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია, რომლის დროსაც წარმოიქმნება ხსნადი მარილები, ე. ი. ხდება კბილის ემალის დაშლა:
CaCO3+2H+ Ca2++H2O+CO2
CaCO3+2CH3COOH (CH3COOH)2Ca+H2O+CO2
  თავისი შედგენილობით კბილის ემალი მიეკუთვნება ფუძე მარილებს. ყველა ფუძე მარილი კარაგდ იხსენბა მჟავაში, ისეთ სუსტ მჟავაშიც კი როგორიცაა ვაშლისა და ლიმონმჟავა. კბილის პასტაში შემავალი ფთორიდიონი ჩაანაცვლებს კბილის ემალში OH ჯგუფს:
Ca5(PO4)3(OH)+Na2PO3F Ca5(PO4)3F+Na2(PO3)(OH)
 ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად ავიღე სამი ქათმის კვერცხი, რომელთაგან ორი დავამუშავე ფთორიანი კბილის პასტით. ერთი Colgate-ით, ხოლო მეორე blend-a-med-ით. მესამე კვერცხი იყო საკონტროლო და შესაბამისად კბილის პასტით დაუმუშავებელი. დამუშავებული და საკონტროლო კვერცხები მოვათავსე ქიმიურ ჭიქაში, როემლშიც ესხა ძმარმჟავა. გარკვეული დროის შემდეგ ამოვიღე ძმარმჟავადან.
  ესპერიმენტმა აჩვენა, რომ ფთორიანი კბილის პასტით დამუშავებული კვერცხები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვადებოდნენ-მათი ზედაპირი გახდა გლუვი, რელიეფური ხაზები და ნახევრადგამჭვირვალე ლაქები მათ არ გაუჩნდათ. დაუმუშავებელ კვერცხს გაუჩნდა რელიეფური ხაზები და ნახევრადგამჭვირვალე ლაქები.
   ამ ექსპერიმენტით დადასტურდა ზემოთ გამოთქმული ჰიპოთეზა, რომ ფთორიანმა კბილის პასტამ დაიცვა კვერცხის ნაჭუჭიო მჟავას მოქმედებისაგან (ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები იხილეთ დანართი #1-ში)  






დანართი #1
 
გამოყენებული რეაქტივები და ლაბორატორიული ჭურჭელი
Colgate-ით და Blend-a-med-ით დამუშავებული და საკონტროლო კვერცხები ძმარმჟავაში

 Colgate-ით და Blend-a-med-ით დამუშავებული და საკონტროლო კვერცხები ძმარმჟავაში 10 წუთის შემდეგ












   
Blend-a-med-ით დამუშავებული კვერცხი, ძმარმჟავადან ამოღების შემდეგ

   
Colgate-ით დამუშავებული კვერცხი, ძმარმჟავადან ამოღების შემდეგ

 
 საკონტროლო კვერცხი, ძამარმჟავადან ამოღების შემდეგ















გამოყენებული ლიტერატურა:
   1.    გ.ანდრონიკაშვილი  მ.მამიაშვილი  დ.გულაია 2012 წელი;
   2.    ვ.კოკოჩაშვილი  ნ.ფირცხალავა „არაორგანული ქიმიის კურსი“ 1986 წელი; 
   3.    ს.ადამია „ქიმია-გაღრმავებული კურსი“;
   4.     ო.გაბრიჩიძე  ლ.თევზაძე „ზოგადი და არაორგანული ქიმია“ 2003 წელი;
   5.    მ.ვარდიაშვილი  ს.ადამია „ქიმია X კლასი“ 2006 წელი; 

   6.    ინტერნეტ საიტი www.wikipedia.de  საძიებო სიტყვა-ფთორი


  


   
   ლაშა ბერიძე 
   ილია მეგრელიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий